ადიხარ და ადიხარ ოცდაათგრადუსიან აღმართზე და აღარ მთავრდება. სულ რაღაც ათი კილომეტრია, მაგრამ უაზროდ იწელება. მართალია, სწორი ეკიპირება გაქვს: Adidas-ის სპეციალური ბათინკები, Black Diamond-ის ზემოხერხებული ზურგჩანთა, კარავზე და საძილე ტომრებზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ შეგრძნება გაქვს, რომ ფეხშიშველა და ბორკილებშებმული მიდიხარ სადღაც უსასრულoბაში.
ამასობაში მთაზეც ააღწევ, და რა დაგხვდება იქ? ნუ, ლამაზი ბუნება რა თქმა უნდა, მაგრამ შენ ამხელა გზაზე მხოლოდ ნისლიანი ნაძვების სანახავად არ ასულხარ. პირველი შეგრძნება: შიშველი დგახარ საკუთარ თავთან და ხედავ ადამიანს, რომელსაც არ იცნობდი, რომელიც უცხოა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ჯერ ვერ ვხვდები, უბრალოდ გაცნობა გინდება და იქვე სადღაც თავში გეგმავ შემდეგ საჰაიკო ტურს, უფრო რთულს და შორს და ფიქრობ, რა მაგარი იქნება, რომ ამ ტიპს მალე კარგად გაუგებ. მერე სულს მოითქვამ, მიმოიხედები, ნისლი ჩამოწვება ხეებში და გაიფიქრებ, რა მაგარ ადგილას ხარ. შემდეგ ხვდები, რომ ოფლიანი აღარ ხარ, გაუსაძლისი მახინჯი ნაბიჯების გადადგმა აღარ გიწევს და ის გაუცხოებული სიშიშვლეც სადღაც ქრება. ბოლოს კმაყოფილი სახით იწყებ ჩანთის ამოლაგებას. უკვე იცი შემდეგ ვიქენდზე სად წახვიდე. გიბრუნდება შენი იმიჯის შეგრძნება.ფიქრობ: რა მაგარი ვარ და თავში ალაგებ ფოტოსიუჟეტს ინსტაგრამისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий